შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად
შეყვანილი.
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ
დამიბერდეს.
გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს
ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ. ყავა – დილის სინონიმია.
სიყვარული – მატარებელი, რომელზეც
მაგვიანდება და უნდა მივუსწრო.
სამსახური – ქვიშის საათი, რომელის
ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ.
მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ.
დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა
ვთამაშობთ.
სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და
არასდროს ველაპარაკები.
მამა – ის, არ მახსოვს….
სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ
გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ
დაბრუნება.
ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად
მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
გული – ის ადგილი, რომელიც
ბავშვობიდან მაწუხებს.
მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი
ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას
და თავს ვიკავებ. თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი,
რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა.
პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს
მეგობარს არ ჰქონდა არასდროს.
მზე – რასაც პირველად ხატავენ
ბავშვები. თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც,
რომელსაც გესვრიან და არ გწყინს.
ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი
უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო.
ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი
რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის.
მონატრება – როდესაც ვეწევი და
სიგარეტს ცალი მხარე ეწვება.
სასწაული – ის, რაც არასდროს არ ხდება.
ღმერთი – ის ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს
მაპატიებს. ლექსიკონი –წიგნი, სადაც ამ ყველაფერს
სხვანაირად მიხსნიან.
9 Feb
სამი დღეც და :)))
6 Dec
სამი დღეც უნდა გავძლო..მერე მაგრად ჩაგეხუტები <3 ნეტა როგორ ვძლებდი აქამდე როცა არ იყავი.. ეჩვევი როცა სხვა გზა არ გაქვს…უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს…. ეხლა ხუთი დღე უშენოდ საუკუნედ მეჩვენება..თითებზე ვითვლი..ერთი..ორი…. კიდევ სამი დღე დარჩა.. : ( რა გაძლებს..წუხელის სიზმარში გნახე..რა სასაცილო ვარ,მეცინება..ყოველ ღამე შმიძლია სიზმარში გნახო,უბრალოდ უნდა მოვინდომო ვიფიქრო და გნახავ.. : ) მერე რომ გმომეღვიძა გავრაზდი,არ იყავი.. : )
ის დღე მახსენდება სუ და მერე მთბილა : )თვალები რომ გავახილე და გვერძე რომ მეწექი რა მაგარი იყო… შენ არ იცი რომ ვიძინებდით როგორ მიხაროდა,ვიცოდი რომ გათენდებოდა პირველს შენ დაგინახავდი.. : ) ჩემი ზღარბი : ) მართლა ძაან სასაცილო ვარ,აი იმდენი შემიძლია შენზე ვიფიქრო ბოლოს აუცილებლად გიგრძნობ : )
სამი დღე…სამი… აააააააააა გადი მალე რააა სამო დღეო,მალე გადი გეხვეწებიიიიიიი…..
სამი დღეც და მერე მაგრად ჩაგეხუტები.. <3
ნეტა ოდნავ მაინც თუ გრძნობ როგორი ბედნიერი ვარ?…. : )
3 Decკაი ხნის წინ უნდა დამეწერა,კი ვაღიარებ….თუნდაც იმიტომ უნდა დამეწერა რომ ყველაფერი შეიცვალა და კარგად ვარ..და ამ ჩემს ბლოგს ერთი ბედნიერი პოსტი მოუხდებოდა.მარა არ ვიცი ვერ ვწერდი,აი ეხლაც ათასჯერ გავხსენი ვორდი და დავხურე..ცუდად რომ ვარ მაშინ მეწერინებახოლმე უფრო ხშირად.. ეხლა რა პერიოდი მაქვს? აი, ყველაფერი რომ მიხარია,ყველა და ყველაფერი რომ მიყვარს : ) <3 ….რთული ასახსნელია რა რასაც ვგრძნობ..მაგრამ კაი რამეა : )))
არადა როგორ არ მჯეროდა რომ კიდე რამე იქნებოდა ჩვენ შორის მითუმეტეს რომ კიდე ერთად ვიქნებოდით..როგორ ტკივილით გადაგიტანე..რა ცუდი სიტყვაა გადაგიტანე რაღაცნაირი..მარა ფაქტია ვერ გადამიტანიხარ თორე ეხლა ხომ აღარ ვიქნებოდი შენთან.. : ))
სიმართლე რომ ვთქვა აი აღარც მახოვს რა და როგორ მოხდა,როგორ შევრიგდით..აი უცებ გამოჩნდი და უცებ ატყდი მეც აგყევი როგორც ყოველთვის,ჩვენ ხომ სულ ესე ვართ. : ) არადა როგორ ვებრძოდი ჩემს თავს….იმიტო არა რო არ მინდოდა,უბრალოდ იმ განცდილი ტკივილის კიდევ ერთხელ განცდა აღარ მინდოდა და მეშინოდა. მარა მაინც გავურისკე : )
ეხლა მაქვს პერიოდი და განცდა როცა მგონია რომ ყველაფერი შემიძლია, ყველასი და ყველაფრის წინააღმდეგ წასვლა,ყველა პრობლემასთან გამკლავება,ყველაფრის გადალახვა..ატანა,გაძლება… როცა ჩემთან ხარ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ადვილია.. მაბედნიერებ.. : ) ნეტა ოდნავ მაინც თუ გრძნობ როგორი ბედნიერი ვარ?…. : )
P.S
2 თვის თავზე ბლოგს შემოვურბინე..
15 Novსრული კრიზისია ჩემს უბადრუკ შემოქმედებაში და ამას ვაღიარებ! …ბოლო პოსტი 09.16.2011 ით მაქვს დათარიღებული და ხვალ უკვე 11.16.2011 იქნება ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ხვალ ჩემი დაქალის,ბავშვობის მეგობრის აი ტრუსიკისას რომ ეძახიან ისეთის, დაბადების დღეა..ხოდა იმედი მაქვს რამე კარგის გაკეთებას ამაღამვე შევეცდებით ბავშვები…თავად იუბილარის განწყობა კი ნულია და მკაცრად დგას იმ აზრზე რომ ხვალ დილიდან გამორთავს ტელეფონს და ლოგინიდან არც ადგება,მაგრამ მეეჭვება ეგ იდია სისრულეში მოიყვანოს ჩვენი წყალობით…. რაღაც ისეთი განწყობით ვარ დილიდან, აი კაი რომ უნდა მოხდეს რაღაც.. ხოდა იმედია ასეც იქნება.. იმედი მაქვს ისევ შემართებით ვიქნები და აქაურობასაც გავუზიარებ დღევანდელი დღის ემოციებს…
აა დამავიწყდა მთავარი,ჩემს ცხოვრებას რაც შეეხება სიახლეებია,ხო! : ) პრინციპში ძველი სიახლეა უბრალოდ ახალი ფორმით : ) ის ადამიანი რომელიც ”ჩემი ერთი ცალი” იყო,ისევ ”ჩემი ერთი ცალია” : ) <3 …… ბედნიერი ვარ… როდემდე,სადამდე,რამდენი ხანი რა პერიოდი არ ვიცი მაგრამ ამ პერიოდში,ეხლა,დღეს და ამ წუთს ბედნიერი ვარ!
)))
P.S
London…. <3
16 Sepჩემი ქალაქია…ვიცხოვრებდი…
მინდა დილით გავიღვიძო და ლონდონის ბიგ ბენი დავინახო ფანჯრიდან…
ლონდონის ქუჩებში ვივლიდი ძალიან ბევრს…დაღლამდე…არა,მაინც არ დავიღლებოდი… : )
ამ ჯიხურებში შევიდოდი და დავრეკავდი, 1,2,3,4,5…10…100…1000_ჯერ საქართველოში…
ლონდონის ქუჩებში ვივლიდი,ლონდონის ცის ქვეშ,ლონდონის წვიმაში…
შემოვივლიდი ლონდონის ყველა ქუჩას ფეხით
მეტროთიც… : )
აუცილებლად ვივლიდი ამ ავტობუსითაც
მერე სადმე ”cafe” ში დავჯდებოდი და ინგლისურ ჩაის დავლევდი…
<3<3<3 მიყვარს,ჩემი ქალაქია რაღაცნაირად… : )
მა….
16 Sep…რაღაც ისეთი შეგრძნებაა,რაღაცნაირი…ბევრჯერ მიფიქრია ამ წლების განმავლობაში რას ვგრძნობ სინამდვილეში მაგრამ ამომწურავად ჩემს თავსაც ვერ ვპასუხობდი.ეს არაა ერთი კონკრეტული შეგრძნება,ესაა არზა მთელი გრძნობების,…
სუ რაღაცის ნაკლებობას განვიცდიდიხოლმე,ყოველთვის ვრძნობდი რომ რაღაც მაკლდა,აი როგორც მაგალითად კომპიუტერი გქონდეს და არ გქონდეს მაუსი დაახლოებით ესეთი რაღაცაა (ცოტა უხეში შედარეებაა მაგრამ გასაგები ალბათ თუ კარგად დაუფიქრდებით…)
ოღონდ წლები რომ გადის ეჩვევი მერე,მეც მივეჩვიე…არა პრინციპში კი არ მივეჩვიე,უბრალოდ სუ ესე იყო,ანუ ჩემი ‘’ბუნებრივი’’ ეს იყო,მაშინ როცა სხვა ბევრთან სხვანაირად ხდებოდა…
დღესაც როცა მესმის რომ ‘’მას’’ მიმართავენ ‘’მა…’’ რაღაცნაირი შეგრძნება მიჩნდებახოლმე…არა შურის,არა გაკვირვების,არა ტკივილის..ტკივილის რატო არა? და რატო არ მცხვენია ამას რომ ვამბობ? დიდი ხანია აღარ მტკივა,ანუ ისე არ მტკივა როგოც ეს ვიღაცას შეილება ტკიოდეს.ეხლა სადღაც,ვიღაცას შეილება ჩემზე მეტად ტკიოდეს იმიტომ რომ მას გამოცდილი აქვს და იცის რა არის ეს გრძნობა,რა არის ეს ურთიერთობა და რა არის უცებ ამ გრძნობას რომ კარგავ.მე არა… მე არაფერი მახსოვს,არც ერთი დღე,არც ერთი სიტყვა,არაფერი…ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა,ვიღაცისთვის ეს წარმოუდგენელია,ვიღაც ასე ცხოვრობს,’’ისაა’’ მისი ცხოვრების ნაწილი,მე ეს ნაწილი ყოველთვის მაკლდა…
არასოდეს არ იყო,არც ვიცი როგორია როცა არის… (მახსოვს ერთხელ ჩემთვის ერთმა ძალიან ძალიან ძალიან ძვირფასმა დამიანმა მითხრა:’’არ ვიცი რა იქნებოდა მამაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო,სუ ვფიქრობ ამაზე მაგრამ ვიცი რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო’’…ეს ისეთმა ადმაიანმა მითხრა რომ მას ვინც იცნობს შეილება გაუკვირდეს მისგან ასეთი რამის თქმა იმდენად სხვანაირი ადამიანია,მაგრამ თქვა…ამას თუ ოდესმე წაიკითხავს მიხვდება რომ მასზე ვწერ…)
არც ბავშური ეგოისტური მომენტები არ მქონია არასოდეს მართლა ოღონდ,არ მქონია ის მომენტი რომ სხვას აკითხავენ და მე არა,ან სხვას სახში ყავს მასეთი ვიღაც და მე არა.უბრალოდ სუ ვიცოდი რომ ეს ესე იყო,რატომ იყო არ ვიცოდი მაგრამ იყო და ამით მთავრდებოდა…
არადა მანამდე სუ სხვანაირად ყოფილა,ეხლა რომ მიყვებიან მეუბნებიან გაკანკალებდა რომ ხედავდი ისე გიყვარდაო…არ მახსოვს..ალბათ ისე მიყვარდა როგორც შეიძლება ბავშვს უყვარდეს,თავისებურად…
ვფიქრობ. ცხოვრების რა ეტაპზე ვიგრძნობ რომ ყველაზე მეტად მჭირდება…არ ვიცი ზუსტად მაგრამ სუ მგონიახოლმე,ოდესმე ქორწილი თუ მექნება და ტრადიცული მშობლების სადღეგრძელო იქნება იქ მარტო ‘’ერთი’’იდგება,მაშინ ალბათ ვიგრძნობ ყველაზე მეტად ნაკლებობას…
სიტყვები რომელიც შანსი რომ მქონდეს ვეტყოდი…მინდა ეს სიტყვები ჩემს თავში ვიპოვო… ….. …….
…………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………..მგონი ლეპტოპს კლავიში ჩაუვარდა…………………
არ მაქვს ეს სიტყვები…მეცინება…როგორ შეილება შვილმა ვერ მოძებნოს სიტყვა რომელიც შეიძლება უთხრას…როგორ და აი ესე,ესეთი შვილი მე ვარ,ხო მე..!!!,არ მაქვს არათუ რამოდენიმე,ერთი სიტყვაც კი და ეხლა ნელნელა გაბრაზებას ვიწყებ და ნერვები მეშლება ჩემს თავზე,თქვენზე, ყველაფერზე… .. .
რას ვეტყოდი ჩემს წინ მდგარს არ ვიცი,მაგრამ რას ვეტყოდი ეხლა,ვიცი… _მე მენატრება ის დრო,როცა დრო გქონდა ჩემთვის…
მიყვარდი…
მიყვარხარ…
მეყვარებოდ როგორიც არ უნდა ყოფილიყავი…
წავედი ეხლა ცრემლს ვეღაც ვაკონტროლებ…
24.03.2011 ….
არდასაწერი პოსტი..უკვე მერამდენედ….
6 Sepყველაზე არეული ვარ დღეს…აი ძაან დიდი ხანია რომ არ ვყოფილვარ ასე არეული აი ეგთი..
ძააან დიდი ხანი არ მიტირია..ხოდა აი ეხლა ვტირივარ..არაა ეს ალკოჰოლის ბრალი..მართლა..ეს იმისი ბრალი არი რო მტკივა..ბევრი რამე რო მტკივა იმისი..რო ვერ დავივიწყე ეს ტკივილი იმისი.ის მტკივა რო დამიკიდე..სხვა რო დააყენე ჩემზე წინ ეგ..ჩემზე მნიშვნელოვანი ვიღაცეები და რაღაცეები რო გაგიჩნდა ცხოვრებაში ეგ მტკივა..აი პროსტა ძაან მტკივა,ისე მტკივა რო ვბრაზდები უკვე!
მერე რა რო რაღაცეებზე სხვაგვარად ვფიქრობდი,ვიღაცეებზეც..არ იყო ეგ იმის საბაბი რო დაგეკიდებინე რა..
ვიცი გათენდება და სხვაგვარად ვიფიქრებ მერე.. არეული ვარ ეს დღეები..რაღაც ვერ ვარ..ასეთ დროს საკუთარ თავთან საუბარი არ მიყვარს,სულ სიმართლეს ვამბობხოლმე და გულს მტკენს ის სიმართლე მერე…სხვანაირი მინდა ვიყო,როგორი? _აი როგორღაც სხვანაირი,რავიცი რაღაცნაირი სხვანაირი….ფილოსოფიაა რა…ბევრი რაღაც არ მომწონს,ეხლა შევცვლიდი,მარა ხვალ გათენდება და სხვაგვარად ვიფიქრებ..არადა როგორც ეხლა ვფიქრობ ისაა მართალი..
არა,აღარ მახსოვხარ,მართლა..ისე აღრ ყოველშემთხვევაში..აღარც გული მიფანცქალებს რომ გხედავ..მარა ყველა გზა შენამდე მოდის მაინც..აი ეგეთი თვალებით რო მიყურებხოლმე..
მეშინია რო ვეღარ გავუძლებ ერთ დღსაც..არა! უნდა გავუძლო! აი პროსტა სხვა გზა არაა!
მჭირდები? ეგეც აღარ ვიცი უკვე.. მარა ვერ გადაგეჩვიე ვერასდროს….
ალბათ ვიცი რომ მჭირდები,მარა არასდროს ვაღიარებ მაგას! ვიცი რომ შენს გარეშე მიჭირს და გამიჭირდება კიდე,არც მაგას ვაღიარებ! ვიცი რო გაპატიე უკვე,მარა მაგას საერთოდ არ ვაღიარებ არასოდეს! შენ აპატიე შენს თავს პირველ რიგში ეგ ყველაფერი ჯერ..!
My friend chona…
4 Sepმათი შეხვედრა წლების წინ მოხდა,ბავშობაში…მაშინა ალბათ ვერც ერთი ვერ იფიქრებდა რომ ოდესმე მათი ცხოვრება სულ სხვაგვარად დაუკავშიდებოდა ერთმანეთს და მხოლოდ ოჯახებით ნაცნობობა აღარ იქნებოდა…წლების შემდეგ ‘’ის’’ ოჯახები მათ ისევ დაუკავშირეს ერთმანეთს…სამუდამო ნათესაური კავშირით… : ))) ჩემი ჭონა გათხოვდა და ეს დღეები საშინლად სენტიმენტალური ვარ : )
იცნობდეთ,ჩემი friend ჭონა : ) (ბევრი ალბათ ისედაც იცნობთ ბლოგერულ სამყაროში როგორც bazzilio_ს. (www.bazzilio.blogspot.com)
ბანალური არ მინდა ვიყო მის დახასიათებაში,ვეცდები მაინც.. პირველ რიგში,ყველაზე საყვარელია : ) უჩვეულოდ მხიარული,თუმცა დეპრესიული ჩავარდენებიც აქვსხოლმე ისე როგორც ყველა ჩვენგანს : ) იუმორი,რომლის გარეშეც ჭონა ის ჭონა არაა ჩვენ რომ ვიცნობთ და გვიყვარს : ) ყველაზე რაღაცნაირი არსებაა : ) ყველაზე მეტად მსიამოვნებს მისი ბლოგის კითხვა რომელიც 1000_ჯერ მაქვს გადაკითხული ბოლო თვეებში.. : )
აქვე მინდა ვისარგებლო და კიდე ერთხელ ვთხოვო კიდევ დაწეროს ბლოგზე,რასაც სუ ვეხვეწები. ჩემი ხათრით მაინც ჭონიიი : )) პასუხი მაინც დამიწერე : )) როგორ ტაქტიკას მივმართე
არა უბრალოდ ძალიან მინდა რომ ისევ წეროს. : )
სულ გავიძახოდით: ‘’ვაიმე შეყვარებულიანი ჭონა როგორი იქნება წარმოუდგენელია’’. მერე ესეც ვნახეთ ჩვენი თვალით და მაინც არ გვეჯერახოლმე,მაგ ამპლუაში ვერ აღვიქვამდით საერთოდ..: )) მერე იყო. : ‘’აუ გათხოვილი ჭონა,ვაიმე არ არსებობს როგორი იქნება’’.. და რაღაც მსგავსები..’’ ჩვენი ჭონა დღეს უკვე მთელი 1 დღის გათხოვილია : ) და მთელი დღეა მიწერა მინდა და ვერ..განა არ ვერ..რაღაცნაირად არ ვიცი..ისედაც ორი დღეა ცრემლს ვერ ვაკონტროლებ.. : )
Alex! : ))) ყველაზე მაგარი სიძე გვყავს,ეს ოღონდ მართლა! : ) ერთად რომ ვუყურებდი მიხაროდა,აი გულით,იმდენი ბედნიერი დღე ვქონდა ერთად ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. Number one სიძე გვყავს!
როგორი ჯვრისწერა ფართი გვექნებაააა : ) გამწარებლები ვემზადებით უკვე,ერთი სული გვაქვს მე მარუნას თეოს და ნიკის : ) ისეთი საყვარლები ვიქნებიიით
კიარადა რამდენი ვიბოდიალე და… ჭონი ძაან მიხარიხართ,აი ძაან.ვიცი რო ძაან ბედნიერი ხარ,მინდა რო სუ ესე იყოს,სუ სუ სუ…ბოლომდე. : ) სანამ ჩამოხვალთ არ დაგირეკავ,არც მოგწერ,ვერ..რაღაცნაირად… მარა ძაან მიყვარხართ აი უზომოდ.. : *
Married ნინო ჭონიშვილი მენატრები!
გილოცავ… <3
9 Augგილოცავ….
ყველაზე მეტად გილოცავ…
ყველაზე მეტად ბედნიერი ვარ რომ ამ ქვეყნად გაჩნდი..
ყველაზე მეტად ვუხდი მადობას უფალს ამ ქვეყანას რომ მოგავლინა,იმიტომ რომ მე შემხვდი..
ყველაზე მეტად მე მიხარია რომ შენთან ერთად თუნაც ერთი წუთი მიანც მაქვს გატარებული შენი ცხოვრების მანძილზე..
ყველაზე მეტად მე მიახრია შენი ცხრამეტი წელი რომლის ნახევარზე ბევრად მეტი შენთან ერთად მაქვს გატარებული…
ყველაზე მეტად მაკლიხარ..
ყველაზე მეტად მენატრები ზუსტად ვიცი..
ყველაზე მეტად მინდა რომ ბედნიერი იყო..
ყველაზე მეტად მინდა რომ კიდევ ხუთჯერ ცხრამეტი წელი იცოცხლო… რა მაგარი იქნება ოდესმე სიბერეში რომ შევხვდებით ერთმანეთს..
…..
ყველაზე ყველაზე ჩემი ხარ მიუხედავად ყველაფრისა…
ყველაზე ძალიან მიყვარხარ…
შენ მაინც ჩემი ‘’ერთი ცალი’’ ხარ…
წრილი N 5….
23 Jul
..ჩემი ამინდია..რომ წვიმს..თავსხმა შხაპუნა წვიმა რომაა..ბევრს რომ ვივლი წვიმაში ფეხით.რომ გავილუმპები და სახლში მისული ფუმფულა პირსახოცში გავეხვევი,რომ დავწვები და კალთაში ჩაგიდებ თავს და თმაზე რომ მომეფერები….
ერთი სიტყვით,ჩემი ამინდია….
..ხოდა,მეც ავდექი და გავბედე,ჩავიცვი ატმისფერი სარაფანი,იასამნისფერი ჟაკეტი და შავი ბოტები,დავიჭირე წითელყვავილებიანი ქოლგა და გარეთ გამოვედი..
….ხოდა სად მივდიოდი არ მკითხო..უბრალოდ გამოვედი,უმიზეზოდ და უმისამართოდ..მომინდა რომ მევლო მარტოს..ისეთი წყნარი ღამეა დამამშვიდა…. ჩვენი უბანი ისეთი მშვიდია,გაჩუმებული უჩვეულოდ….
..ვირბინე წვიმაში,ვიტოპავე დიდ გუბეებში და ბოტები ვაშხაპუნე….რაღაც მომეშვა გულიდან,არ ვიცი როგორ,მარა წუთიერი იყო,უბრალოდ გაყუჩდა თორე ამ ტკივილს რა გააქრობს არ ვიცი და ამაზე ფიქრისაც მეშინია….
….მიყვარს წვიმა,ჩემნაირია..აი ზუსტად ისეთი ამ ბოლო დროს როგორიც ვარ,მოწყენილი და თითქოს გაჩუმებული..ვინ იცის რამდენი რამის თქმა უნდა ჩემსავით და არ ამბობს….მიყვარს წვიმა იმიტო რო..აი წეღანაც, მოვდიოდი და ცრემლები ჩამომდიოდა და იმ ცარიელ ქუჩაში ვინმე რომც შემხვედროდა მაინც ვერ შემამჩნევდა ცრემლებს..ქოლგა გადავწიე და წვიმა და ცრემლები ერთად მისველებდნენ სახეს… ვტიროდი მარა იცი? თითქოს ისე არ მტკიოდა როგორც აქამდე,რაღაც სხვას ვგრძნობდი,ოღონდ არ ვიცი რას…მერე შენი სიტყვები გამახსენდა:’’მე ეხლავე მიჭირს რაღაც ოღონდ არ ვიცი რაო’’…..ხოდა მიჭირდა და მტკიოდა ოღონდ ვეღარ ვიგებდი რა კონკრეტულად,თითქოს ყველაფერი ერთად და თან არაფერი….ერთი ასეთი დღე გამახსენდა,ერთად რომ ვიარეთ წვიმაში და ტრუსიკამდე სველები რომ მივედით სახში შარშან გაზაფხულხე.. : ))
….მომენატრე…ისე უაზროდ მომენატრე…მიყვარხარ და ეს სიტყვაც კი არ კმარა იმის გამოსახატავად თუ რას ვგრძნობ შენს მიმართ….
….როგორ მინდა ჩემს გვერდით იყო ეხლა…ჩაგეხუტებოდი,სუნთქვის შეკვრამდე ჩაგეხუტებოდი….გული ამომივარდებოდა შენი შეხებით და ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი ამ წუთას თუკი დედამიწის ნებისმიერ კუთხეში სადმე ვინმე შეიძლებოდა ყოფილიყო….
..მომინდა ტელეფონი ამეღო და მომეწერა სუ რამოდენიმე სიტყვა,რომ მენატრები და რომ ყველაფრის მიუხედავად მინდა ჩემთან იყო…მაგრამ პირველად ცხოვრებაში არ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება,პირველად წავშალე მესიჯი და დავდე ტელეფონი.მარტო ერთი მიზეზით,აზრი აღარ აქვს ვიცი….არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა შენთვის,შენს ტელეფონში მოსულ ჩემს მესიჯს ვიცი და იმიტო…. და..
….და დღეიდან აღარ ვფიქრობ შენზე,ესე ჯობს,ზუსტად ვიცი..ლოდინით ხო დიდი ხანია უკვე აღარ გელოდები და დღეის მერე ფიქრებსაც შევწყვეტ შენზე….გულის ერთ კუთხეში გამოვკეტავ შენს სახელს და აღარასოდეს გამოვუშვებ იქიდან შენზე ფიქრებს.სამუდამოდ დავკეტავ იმ კარებს..დღეიდან დამთავრდება შენი სახელი..ასე ჯობს..ორივესთვის,შენთვისაც და ჩემთვისაც..უბრალოდ ღმერთმა იცის როგორ მიყვარდი…სხვა დანარჩენი ყველაფერი სისულელეა….
P.S. ამ თავსხმა წვიმაში ლეპტოპი თან ვერ მექნებოდა და ამიტომ დიდი მადლობა ჩემს ნოკიას ამხელა პოსტი რომ დაიტია და შემოწოლილი ფიქრები ჩაიწერა..დასაფანტად დაენანა….





























