ცხოვრება…

19 Apr

b885ea2ede30376c80e86208503f00af

რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი – მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე“ ქვია.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და, რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს „აღიარებას“ ვარქმევ ამას.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს „მოწიფულობა“ დავარქვი ამას.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად გარემოებებისა, ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს და ყველაფერი საჭირო მომენტში ხდება, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. ახლა ამას „თვითდაჯერებულობას“ ვარქმევ სახელად.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვიპარავ ჩემს დროს და სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს აღარ ვსახავ. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და სიამოვნება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც მხიარულ განწყობაზე მაყენებს. ამას ჩემი მეთოდებით, ჩემს ჩვეულ რიტმში ვაკეთებ. დღეს ამ ყოველივეს „უბრალოებას“ ვეძახი.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, განვთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოქონდა ჩემთვის – საკვების, ადამიანების, ნივთებისა და სიტუაციებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. „საკუთარი თავის სიყვარული“ ვუწოდე ამ ყოველივეს.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება“ ქვია.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მომავალზეც არ ვღელავ. მხოლოდ მოცემულ მომენტში ვცხოვრობ – იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ყოველი დღით ვცხოვრობ და ამას „განხორციელებას“ ვარქმევ სახელად.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. ამ კავშირს „გულის სიბრძნეს“ ვუწოდებ.
არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემების შიში რომ გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ „ეს – ცხოვრებაა”.

Advertisements

მე რომ…

27 Feb

Image

„მე რომ შენთან ყოფნა შემძლებოდა დავჯდებოდი და დავითვლიდი თითოეულ ნაოჭს რომელიც ხელის გულზე გაქვს. შენი თმის ღერებს გადავთვლიდი სულმოუთქმელად. ყველა ხალს რომელსაც შენ სხეულზე დაუდია ბინა დავარქმევდი თავის სახელს.

როცა მოწყენილი იქნებოდი შენ საყვარელ მუსიკას ჩავრთავდი, უხმოდ დაგიჯდებოდი გვერდით და მანამდე ვიჯდებოდი სანამ ლაპარაკის ხასიათზე არ მოხვიდოდი.

შენს ხელს ჩემს ხელებში მოვაქცევდი და შევისწავლიდი ყველა ნაოჭს და ზოლს რომელიც ხელზე გაქვს.

ყოველდღე გაგიკეთებდი შენს საყვარელ საჭმელს და ბედნიერი ვიქნებოდი იმით, რომ გემრიელად შეექცეოდი მას, არასოდეს გაგირეცხავდი ტანსაცმელს სარეცხის მანქანაში იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩემი ხელით გარეცხილს უფრო ვენდობი!

ყოველ დღესასწაულზე დაგახვედრებდი საჩუქარს ბალიშზე და ყოველ შენს დაბადების დღეზე მოგიწყობდი ისეთ დღესასწაულს რომელიც ყველას ემახსვრებოდა ჩვენს გარშემო.

ხშირად დაგიწერდი ურითმო ჩემეულ ლექსებს, მხოლოდ იმიტომ რომ გაგეღიმა. სამსახურიდან მოსულს შენს საყვარელ მასაჟს გაგიკეთებდი.

როდესაც სადმე იქნებოდი წასული ყოველი საათის ბოლო წუთს მოგწერდი ერთ სიტყვიან მესიჯს, მომენატრე…

როცა მაწყენინებდი გაგებუტებოდი, მხოლოდ ერთი საათით, მერე მოვიდოდი და ჩაგეხუტებოდი უსიტყვოდ, იმის ნიშნად, რომ გამიარა და აღარ მახსოვს. არსოდეს მოვიხსნიდი თითიდან ბეჭედს რომელზეც შენი სახელი იქნებოდა ამოტვიფრული.

ყოვლედღე დაგასწრებდი გაღვიძებას, იმისთვის, რომ შენი საყვარელი კაბით დაგხვედროდი გაღვიძებულს,გაგიკეთებდი ისეთ ჩაის შენ რომ გიყვარს და მისი სუნი გაგაგვიდზებდა და მე არასოდეს შეგიშლიდი ძილში ხელს. ყოველ ღამე გავიღვიძბდი და მძინარეს გაკოცებდი, ძალიან ძალიან ფრთხილად რო ვერ გაგეგო.

  1. ყოველდღე გაგიმეორებდი, არა დღში რამდენჯერმე რო მიყვარხარ ! და ამას ყველაფერს სიცხოხლის ბოლომდე ყოველ დღე, სიამოვნებით ბედნიერი გავაკეთებდი!……..“
23 Dec

tumblr_mfaldwco0R1rgjqsso1_500_large
მიყვარხარ სხვანაირად,არანორმალურად,არაამქვეყნიურად..
მიყვარხარ ისე როგორც პატარა ბავშვს შეიძლება უყვარდეს შოკოლადი,ნაყინი და სათამაშოები. მიყვარხარ როგორც კარგ მოსწავლეს სკოლაში მიღბული ხუთიანი.. მიყვარხარ როგორც ’’მისტერ როჩესტერს’’ უყვარდა ’’ჯეინი’’,როგორც ’’ჯულიეტას’’ რომეო’’,როგორც ’’გალაქტიონს’’ ’’მერი’’…. მიყვარხარ როგორც შენს ბებოს და ბაბუას უყვართ ერთმანეთი 50 წლის შემდეგაც.. მიყვარხარ მაშინაც როცა ყველაზე მეტად მიშლი ნერვებს და მაბრაზებ.. მიყვარხარ მაშინაც როცა ჯიუტად აიჩემებ რაღაცას და ქვეყანაზე ვერავინ და ვერაფერი გადაგათქმევინებს,როგორი ჯიუტი და სასაცილო ხარ მაგ დროს . მიყვარხარ როცა რაიმე მწყინს შენგან და არ გეუბნები,ან გეუბნები ხანდახან.. მიყვარხარ როცა პირველი მწერ,როცა დილით გაღვიძებულს შენი მესიჯი მხვდება სუ ერთია რა თემაზე,მაშინაც მიყვარხარ როცა ღამე შეიძლება 5 მესიჯი მოგწერო და არც ერთზე მიპასუხო..მიყვარხარ როცა რამეზემე ბრაზდები და იღრინები..მიყვარხარ როცა ყველაზე ნაგლურად და ბოღმურად მელაპარაკები..როცა შენი სიტყვებით გულს მტკენ მაშინაც მიყვარხარ.. მაშინაც მიყვარხარ როცა მოწერას მიგვიანებ 2 ან 3 საათით.. ცუდ ხასიათზე რომ ხარ და ჩემი თავი არ გაქვს და მე მაინც ტვინს გიჭამ მაშინაც მიყვარხარ, მაშინაც მიყვარხარ როცა ძალიან შორს ხარ და მენატრები,როცა ჩახუტებული მყავხარ მაშინაც მიყვარხარ..ხმას როცა არ იღებ და ჩუმად ზიხარ მაშინაც..მიყვარხარ როცა შენი გახსენება მახალისებს და ღიმილს მგვრის,მაშინაც მიყვარხარ როცა მეტირება ისე მენატრები.. უხეშიც მიყვარხარ და მომთმენიც,გულგრილიც და უხასიათოც…
განსხვავებულად მიყვარხარ,ჩემებურად რაღაცნაირად,იმაზე მეტად ვიდრე შემიძლია..

ინტერვიუ ჩემთან….

11 Sep

მარად შენი მე.. ❤

-გამარჯობა,გიყვართ?

-გამარჯობათ,კი

-როგორ?

-არანორმალურად,სხვანაირად,იმაზე მეტად ვიდრე შემიძლია..

-რა გაწყენინათ?

-არ ვიცი ალბათ ბევრი იყო მაგრამ მალე ვივიწყებ..

-როგორია?

-მაინც ვერ მიხვდებით..რავიცი ძაან ჩემია..

-გასაგებია..

-უყვარხართ?

-ხშირად არ მესმის მისი სიყვარული..

-ეგ როგორ?

-არ მეუბნებახოლმე რომ ვუყვარვარ..

-რას გააკეთებთ მისთვის?

-არვიცი..ბევრ რამეს..ალბათ ყველაფერს..

-რა გიყვართ მასში?

-…….

-როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი მის გარეშე?

-აუტანელი,უხასიათო,უემოციო,უსიყვარულო..არ მიდნა..

-როგორ წარმოგიდგენიათ ის თქვენს გარეშე?

-ჩვეულებრივი,ყოველდღიური მაგრამ უჩემო..

-ახლა თქვენ წინ დგას,თქვენ ამ დროს?

-ვუღიმი

-ის?

-მიყურებს და ეღიმება იმასაც ალბათ

-გიყვართ როცა

-მოწყენილია

-უყვარს,როცა..

-ვეფერები

-მასთან საუბრისას გრძნობთ შიშს რომ?

-ოდესმე შესაძლოა ყველაფერი დამთავრდეს..

-თქვენთან საუბრისას გრძნობს რომ..

-სულ მიყვარს..

-გიხარიათ როცა..

-მჯერა,რომ მართლა ვუყვარვარ

-გწყინთ როცა..

-(ვერ ვიხსენებ თუ მწყინს რამე)

-მასთან ერთად..

-ვიცხოვრებდი მთელი ცხოვრება..

-ქალაქში სადაც..

-არავინ გვიცნობს..

-ყველაფერი..

-ჩემია

-არაფერი..

-მინდა მისგან მხოლოდ ვუყვარდე..

-გამუდმებით

-ვფიქრობ მასზე

-არასდროს..

-მომბეზრდება

-სულ იქნებით..

-მისი საყრდენი ყველა სიტუაციაში

-სულ იქნება..

-ჩვენ..ესე მგონია

-ცოცხლობთ რომ?

-მიყვარდეს

-იღიმით…

-მისთვის.

-ინერვიულებთ განსაკუთრებით როცა…

– ……. წავა ქვეყნიდან შორს!

-იცით, რომ ახალისებს…

-როცა რაღაცას სიცილით ვუყვები

-იცით, რომ ბრაზდება…

-როცა არ ვუჯერებ და ტვინს ვუჭამ კითხვებით

-აღმერთებს…

-მხოლოდ ღმერთს!

-გასწავლათ…

-“იცხოვრე დღევანდელი დღით!”

-მხოლოდ მასთან…

-ვიქნები ბოლომდე ღია.

-გეშინიათ…

-მომავლის.

-იმედი გაქვთ…

-ხანდახან არ მაქვს იმედი.

-უცნაურია…

-რომ ერთად ვართ

-დაუჯერებელია…

-რომ ერთად ვართ დღეს.

-რეალურია….

-რომ შეიძლება ოდესმე ყველაფერი დამთავრდეს

-მოკვდებით…

-მასზე ადრე აუცილებლად.

-გიკვირთ…

-როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე.

-ბედნიერი ხართ…

-რომ “ჩემია”.

-ამაყობთ…

-რომ ბევრს “წავართვი”.

-ტირით…

– ხშირად

-თქვენთვის ვერ გაიმეტებთ…

-უიმისობას.

-მისთვის ვერ გაიმეტებთ…

– ცუდ ცხოვრებას

-მასში აფასებთ…

-მას!

-ფიქრობს, რომ…

-ხან დიდივით ვმსჯელობ. ხან ბავშვივით ვიქცევი.

-ჰგონია, რომ…

-ვეჭვიანობ.

-ეჭვიანობთ?

-კი მაგრამ იშვიათად გამოვხატავ.

-შეუძლია…

-გადამატანინოს ალბათ ყველაფერი.

-გენატრებათ…

-მისი სიახლოვე როცა ჩემთან არაა.

-და ბოლოს:

-მხოლოდ ღმერთს შეუძლია წარმოიდგინოს როგორ ძალიან მიყვარს… ♥

Aside

………………

1 Sep

…………………….არასდროს მითქვამს, მაგრამ მე ხშირად მიოცნებია, რომ ერთ დღესაც აღმოვჩნდებოდი შენი ლოგინის ცარიელ მხარეს.. სულ ცოტა ხანში გავიგებდით, რომ გვეყოლება ბავშვი და უკვე ორის მაგივრად სამნი ვიქნებოდით… მერე 9 თვე, მე ვიტვირთავდი მძიმე ტვირთს, თუმცა სასიამოვნოს, შენ – შემისრულებდი ჩემს ყველა ორსულობით გამოწვეულ კაპრიზს.. მერე გვეყოლებოდა გოგო.. კიკინებიანი “კატო”, მე მომწონს რატომღაც ეს სახელი.. და იმ დღის, იმ ბედნიერი დღის შემდეგ, მამიკოს ორი პრინცესა ეყოლებოდა : მე და კატო … ♥
 არ თქვათ რომ ოცნებები ყოველთვის ხდება.. არის რაღაცები, რაც აუცილებელია დარჩეს ოცნებად, იმიტომ რომ ამის წარმოდგენაც კი უსაზღვრო სიხარული იყო ჩემთვის….

9 Feb

შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად
შეყვანილი.
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ
დამიბერდეს.
გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს
ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ. ყავა – დილის სინონიმია.
სიყვარული – მატარებელი, რომელზეც
მაგვიანდება და უნდა მივუსწრო.
სამსახური – ქვიშის საათი, რომელის
ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ.
მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ.
დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა
ვთამაშობთ.
სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და
არასდროს ველაპარაკები.
მამა – ის, არ მახსოვს….
სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ
გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ
დაბრუნება.
ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად
მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
გული – ის ადგილი, რომელიც
ბავშვობიდან მაწუხებს.
მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი
ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას
და თავს ვიკავებ. თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი,
რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა.
პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს
მეგობარს არ ჰქონდა არასდროს.
მზე – რასაც პირველად ხატავენ
ბავშვები. თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც,
რომელსაც გესვრიან და არ გწყინს.
ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი
უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო.
ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი
რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის.
მონატრება – როდესაც ვეწევი და
სიგარეტს ცალი მხარე ეწვება.
სასწაული – ის, რაც არასდროს არ ხდება.
ღმერთი – ის ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს
მაპატიებს. ლექსიკონი –წიგნი, სადაც ამ ყველაფერს
სხვანაირად მიხსნიან.

სამი დღეც და :)))

6 Dec

        სამი დღეც უნდა გავძლო..მერე მაგრად ჩაგეხუტები ❤ ნეტა როგორ ვძლებდი აქამდე როცა არ იყავი.. ეჩვევი როცა სხვა გზა არ გაქვს…უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს…. ეხლა ხუთი დღე უშენოდ საუკუნედ მეჩვენება..თითებზე ვითვლი..ერთი..ორი…. კიდევ სამი დღე დარჩა.. : (  რა გაძლებს..წუხელის სიზმარში გნახე..რა სასაცილო ვარ,მეცინება..ყოველ ღამე შმიძლია სიზმარში გნახო,უბრალოდ უნდა მოვინდომო ვიფიქრო და გნახავ.. : ) მერე რომ გმომეღვიძა გავრაზდი,არ იყავი.. : )

    ის დღე მახსენდება სუ და მერე მთბილა : )თვალები რომ გავახილე და გვერძე რომ მეწექი რა მაგარი იყო… შენ არ იცი რომ ვიძინებდით როგორ მიხაროდა,ვიცოდი რომ გათენდებოდა პირველს შენ დაგინახავდი.. : ) ჩემი ზღარბი : ) მართლა ძაან სასაცილო ვარ,აი იმდენი შემიძლია შენზე ვიფიქრო ბოლოს აუცილებლად გიგრძნობ  : )

სამი დღე…სამი… აააააააააა გადი მალე რააა სამო დღეო,მალე გადი გეხვეწებიიიიიიი…..

სამი დღეც და მერე მაგრად ჩაგეხუტები.. ❤